[su_quote]ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის გარეშე არაფერს არ წარმოადგენს, არის ერთი ფაქტი და მეორე ფაქტია, რომ სააკაშვილი უკვე წარსულია. მის სახელს უკვე ვერანაირი გამარჯვება ვეღარ დაუკავშირდება გარდა იმ განცდილი მარცხებისა, რომლებსაც ყოველდღიურად განიცდის ეს პარტია. “ნაციონალური მოძრაობა” არის წარსული – ეს უნდა გაითავისონ ამ პარტიის მოღვაწეებმაც და მისმა მხარდამჭერებმაც. ამაში მემგონი თვითონაც ნელნელა მათი ბელადიც რწმუნდება, რომელიც ციხეში ყავთ კამოკეტილი. რწმუნდება იმაში, რომ ის ციხეში ძალიან დიდი ხნით არის და ვერავინ ვერ დაიხსნის და საზოგადოება რომ ამაში დარწმუნდა იმაშიც ჩანს, რომ ყოველდღიურად, შაგრენის ტყავივით მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სასამართლოსთან აპროტესტებენ მის ციხეში ყოფნას[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.