ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: ძალიან კარგად იციან, რამხელა ავტორიტეტი მაქვს საზოგადოებაში

[su_quote]მე ვალდებულება მაქვს, რომ საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია, როდესაც ხდება ფაქტების დამახინჯება. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხორციელდება პირადად ჩემს წინააღმდეგ, რადგან ძალიან კარგად იციან, თუ რამხელად ავტორიტეტი მაქვს, რამხელა მხარდაჭერა მაქვს საზოგადოების მხრიდან, როგორი თანადგომა მაქვს თბილისელების მხრიდან და მთელი ამ წლების განმაბლობაში ერთი დღეც კი არ გამოუტოვებიათ, რომ ჩემს წინააღმდეგ ტალახი არ ესროლათ, ცრუ ინფორმაცია არ მოეგონებინათ, ჭორები არ გაევრცელებინათ და ა.შ. რა შეიძლება ამ ყველაფერს დაუპირისპირო? რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იქნება კონკრეტული გაკეთებული საქმეები, სოციალურად დაუცველების მხარდაჭერა, ბაღების მშენებლობა, ინფრაქტრუქტურული პროექტები და სხვა. რაც არ უნდა იწვალონ, არავის არაფერი არ გამოგივათ, ყოველთვის გაგცემთ შესაბამის პასუხს და საზოგადოებას ყოველთვის ვეტყვით სიმართლეს[/su_quote]

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებებისა თუ სხვა გავრცელებული ინფორმაციების პასუხად.

იტვირთბა....