თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახალი სატარიფო სისტემის დანერგვით ყველაზე მეტ სარგებელს ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე აქტიურად მოიხმარენ.
“დღეის მდგომარეობით, 35 ათასი აბონიმენტია გაყიდული და თუ გადავხედავთ აბონიმენტების პაკეტებს, ჭარბობს ერთთვიანი და ერთწლიანი პაკეტები. ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად მოიხმარდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. პაკეტების ღირებულებაც დაანგარიშების შედეგად იქნა მიღებული და ციდან არ ჩამოფრენილა. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით, თუ რამდენი მგზავრი გადაადგილდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რა იყო საშუალო გადასახადი ადამიანისთვის თვის განმავლობაში და ეს თანხა შეადგენდა საშუალოდ, თვეში 40-დან 43 ლარს. დაახლოებით 80-ჯერ უწევდა ადამიანს გადახდა და ეს ყველაფერი რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში, ძალიან მარტივად ვნახავთ, რომ 50 თეთრზე ნაკლები გამოდის ტარიფი. ამ სისტემაში ჩაერთო მიკროავტობუსებიც. ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ მიკროავტობუსებს და მეტროს. თუ ადამიანების იცვლიდნენ ტრანსპორტს, 1,30 ლარი გამოდიოდა მგზავრობა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს მგზავრობს ადამიანი”, – ამბობს კალაძე.