ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: რუსეთს სურს, შავი ზღვა თავისი უკანა ეზოს ზღვად აქციოს

[su_quote]ხედვა, რომელიც საქართველოს აქვს, იყოს დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასალეთს შორის, უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთადერთი მარშრუტია, რომელიც რუსეთსა და ირანზე არ გადის. რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის არსებობა, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადია, კომერციული ტვირთების ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდად, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მისი როლის გამო, რომელსაც საქართველო თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამ მხრივ, საქართველოს როლი იზრდება, რადგან, იზრდება ქვეყნის შესაძლებლობებიც, იქნება ეს სანაპირო დაცვა, ჯარი თუ საბაჟო. ეს ხშირად ჩვენი თანამშრომლობის შედეგია, ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ შავ ზღვაში კომერციული გემები და ზოგადად მიმოსვლა არ ფერხდება. რუსეთს სურს, შავი ზღვა თავისი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი.[/su_quote]

on.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა “ამერიკის ხმას” განუცხადა.

იტვირთბა....