ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავის თეატრის დირექტორად კვლავ პაატა გულიაშვილი დაინიშნა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მსახიობი და ტელესახე პაატა გულიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გულიაშვილს, რომელიც ამ პოსტს მანამდეც იკავებდა, უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოეწურა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც აღნიშნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

“მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს პაატა გულიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....