ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გეგელია: უკრაინაში ქართველი ხალხის დაკარგული ხმა აღვადგინეთ

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრმა გრიგოლ გეგელიამ, რომელიც უკრაინაში ვიზით მყოფ ქართველ ოპოზიციონერებს შორის იყო, იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა. გეგელიას თქმით, უკრაინელ კოლეგებს “ნამდვილი ქართული სოლიდარობა” დაანახეს.

“დავბრუნდი კიდევ უფრო მეტი რწმენით, რომ ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ ჩართული აქ, ქვეყნის შიგნით და ჩვენს უკრაინელ მეზობელთან ერთად, არის მართლაც ღირებული. არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ სწორ პოლიტიკურ შინაარსს ვიცავთ, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინელები ამას ხედავენ და აღნიშნავენ. იმავე დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველი ხალხის დაკარგული ხმა აღვადგინეთ. ჩვენი წილი ძალისხმევა არ დავაკელით იმას, რომ ქართული დროშა და ნამდვილი ქართული სოლიდარობა წარმოჩენილიყო უკრაინაში და შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო როდესაც დავინახე, რომ რადაში ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა გაშალეს ქართული დროშა, რადგან ეს დროშა იქ უნდა იყოს, იქ უნდა ფრიალებდეს, როგორც სოლიდარობის და მეგობრობის სიმბოლო. ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო ეს დროშა იქ არ იქნა აღმართული, რაც ძალიან ლეგიტიმური და სწორი საქციელი იყო ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან და ჩვენ დავაბრუნეთ ეს დროშა თავის კუთვნილ ადგილზე”, – ამბობს გეგელია.

იტვირთბა....