ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია ომიკრონით ინფიცირებისთვის

იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ომიკრონის გავრცელების პირობებში, მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთი რეგულაციის დაცვაზე, როგორიცაა პირბადის ტარება.

“ორი ქირურგიული ნიღაბი ალბათ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება ისევე, როგორც რესპირატორის – N95-ის ნიღბის გამოყენება, რომელსაც ცოტათი უფრო მაღალი დაცვის შესაძლებლობა აქვს კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტის შემთხვევაში. ასევე, მარტივი რეკომენდაციაა, რომელიც ჩვენთან, სამწუხაროდ არ სრულდება იოლად, თავიდან ავიცილოთ თავშეყრა. ომიკრონის შემთხვევაში, უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია ინფიცირებისთვის”, – განუცხადა ჩხაიძემ “პირველ არხს” და იმუნიზაციის, განსაკუთრებით ბუსტერ დოზის გაკეთების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

იტვირთბა....