[su_quote]ხელოვანი ხალხი, მწერლები, რასაც კულტურა მოიცავს, არის ყველაზე უმართავი საზოგადოება. მისი დამორჩილება ძალიან ძნელია. ეს ყველა ტოტალიტარული სახელმწიფოს მესვეურებმა იცოდნენ. თავისუფლად მოაზროვნე კაცი და მართალი სიტყვა მათთვის ყველაზე სახიფათოა. რაც არ უნდა მოხდეს, შიმშილით რომ მოვკვდე, მაინც სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის და დავრჩები თავისუფალი[/su_quote]
ამის შესახებ ისტორიკოსმა, არქეოლოგმა და საზოგადო მოღვაწემ, იულონ გაგოშიძემ კულტურის მოღვაწეებს შორის თემაზე “რეპრესიები ხელოვნების სფეროში” გამართული დისკუსიის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იულონ გაგოშიძეს, რომელიც მინისტრის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს, საბჭოეთში და ბომბონერში გამოზრდილი მეცნიერი უწოდა.