ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგის” მიერ შეცდომით გამოქვეყნებულ სათაურს “რუსეთი უკრაინაში შეიჭრა” გამოეხმაურა. პესკოვის თქმით, მსგავსმა ცნობებმა შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს.
“ეს მშვენიერი დემონსტრაციაა იმისა, თუ რამდენად სახიფათოა სიტუაცია, რომელიც პროვოცირებულია ვაშინგტონის, ასევე ლონდონის და სხვა ევროპული დედაქალაქების დაუსრულებელი განცხადებებით. ეს იმის ილუსტრირებაა, როგორი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი დაძაბულობის ატმოსფერომ, რომელიც დღეს არის შექმნილი ჩვენი ევროპელი კონტრაგენტების აგრესიული ქცევების გამო”, – განუცხადა პესკოვმა გამოცემას РИА Новости.
ცნობისთვის, Bloomberg-მა წაშალა მასალა, რომელიც სათაურით “რუსეთი უკრაინაში შეიჭრა” გამოქვეყნდა და განაცხადა, რომ მომხდარს იძინებენ.
“სათაურებს მრავალი სცენარის მიხედვით ვამზადებთ და მასალა ჰედლაინით “რუსეთი უკრაინაში შეიჭრა” დაუდევრობის გამო გამოქვეყნდა ჩვენს ვებ-გვერდზე. ძალიან ვწუხვართ ამ შეცდომისთვის. სათაური წაშლილია და მომხდარის მიზეზს ვიკვლევთ”, – განმარტეს “ბლუმბერგში”.