რუსთავის საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. კირკიტაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც დაცვის მხარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარ დაპირისპირებისას. კირკიტაძეს, რომელიც მაშინ რუსთავის მერობის კანდიდატი იყო, გამოძიება პარტიის შტაბთან მისული ერთ-ერთი პირისთვის დაზიანების მიყენებას ედავება. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.