ახალი ამბები საზოგადოება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას აფრთხილებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი ხვალ დილამდე შეუწყდა.

“ჯივიპი, 04/02/2022, დიდი დიღომის IV მ/რ N25-თან სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 04/02 14:00 საათიდან 05/02 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდა:

საბურთალოს რაიონში:

დიდი დიღომი III, IV მ/რ, სტრაბონის, ნიკო ბურის, ნესტან დარეჯანის, სტივენსის, ლამბერტის, კლაპროთის, რაინეგსის, ბარონ დებაის, ჰუბერტის, ზუტნერის, შერმადინის, ხატაეთის, ანდრონიკაშვილის, დანიბეგაშვილის, იან ჰომერის, ბელოის, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, ტილკეს, ბატონიშვილის, მარკო პოლოს, მირიან მეფის, შაქარაშვილის, თავდადებულის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას ქუჩებს. გეხტმანის ქუჩას თავისი ჩიხებით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....