ახალი ამბები პოლიტიკა

პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მხარეები ერთმანეთს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში ხვდებიან. ცნობილია, რომ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე გაიმართება.

შეხვედრას ესწრებიან ლევან იოსელიანი, ხათუნა სამნიძე, ფრიდონ ინჯია, ანა ნაცვლიშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ალეკო ელისაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

იტვირთბა....