სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 6 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
“თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, ბეთანიის, კვესეთის, სამადლოს, კოჯრის და დიდების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, 17 შინდისელი გმირის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.