ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი

ყველამ უნდა გაანძრიოს ხელი და იმუშაოს – ბლიც-ინტერვიუ ქეთი დოლიძესთან

რომელი წიგნი წაიკითხა ბოლოს, როგორ შევა ბიძინა ივანიშვილი ისტორიაში, რას უსმენს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირს და ა.შ. – მეტრონომმა ქეთი დოლიძესთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: რომელი წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?

ქეთი დოლიძე: თომას მანის დოქტორ ფაუსტუსი გადავიკითხე ზუსტად გუშნწინ დავამთავრე;

მეტრონომი: რა მუსიკას უსმენთ?

ქეთი დოლიძე: კლასიკას ვუსმენ უმეტესად. მალერი მიყვარს ძალიან, ბახი. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მოცარტი, როდესაც მიჭირს, ყველაზე მეტად მოცარტს ვუსმენ;

მეტრონომი: როგორც რეჟისორს საუკეთესო მსახიობი ვისთანაც გიმუშავიათ?

ქეთი დოლიძე: ზურაბ ყიფშიძე, გურანდა გაბუნია, ნინელი ჭანკვეტაძე, ნოდარ მარგველაშვილი… რამდენი ჩამოგითვალოთ…;

მეტრონომი: დაგვიხასიათეთ თეა წულუკიანი ერთი წინადადებით…

ქეთი დოლიძე: პრინციპული;

მეტრონომი: თვლით თუ არა, რომ საქართველოს ისტორიაში ერთერთი საუკეთესო რეჟისორი ხართ?

ქეთი დოლიძე: სულელი უნდა ვიყო ამას რომ ვთვლიდე;

მეტრონომი:  როგორ შევა ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ისტორიაში?

ქეთი დოლიძე: როგორც ძალიან დიდი ქველმოქმედი, ძალიან ბევრი კეთილი საქმის მკეთებელი ადამიანი და ასეთ ადამიანებს თანამედროვეები არასდროს აფასებენ. საქართველოს ისტორია მაგალითებით არის სავსე. ბიძინა ივანიშვილს ის ლოცვა-კურთხევაც ეყოფა, ვისაც ხელი გაუწოდა, სიკვდილისგან გადაარჩინა, ავადმყოფები რომელთაც დაეხმარა, რაზეც ის არავის აძლევს უფლებას, რომ ილაპარაკოს;

მეტრონომი: შეასრულა თუ არა ქართულმა ოცნებამ ის დაპირებები, რასაც თქვენ მოსახლეობას 2012 წელს ჰპირდებოდით?

ქეთი დოლიძე: 80% შეასრულა, რაც ეხება სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტუქტურას, ეს შეასრულა და ყველამ უნდა გაანძრიოს ხელი და იმუშაოს;

მეტრონომი: ემხრობით თუ არა მწვანე პასპორტების გაუქმებას?

ქეთი დოლიძე: ვემხრობი, როგორ არ ვემხრობი;

მეტრონომი: უნდა იხდიდეს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელს?

ქეთი დოლიძე: აუცილებლად უნდა იხდიდეს, რადგან ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გირგვლიანის მკვლელობას, ამ ბიჭების ჩახოცვას, ვაზაგაშვილებს, რობაქიძეებს და ა.შ. იმან ჩააბარა რუსებს სამაჩაბლო. მე მაგალითად ამისთვის სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი. ყველაზე მძიმე დანაშაული, არის სამშობლოს ღალატი. არ ვიცი რა სტატიით თუ რითი სამართლდება, რა დროს კოსტიუმებზე მოდავებაა, როდესაც ადამიანმა სამაჩაბლო ჩვეულებრივ ჩააბარა;

 

იტვირთბა....