მთავარი საზოგადოება ციტატა

მამა პეტრე: არასწორად ვაპროტესტებთ, ძალიან მალე ქვეყანა არ გვეყოლება

[su_quote]არანაირი აზრი არ გამაჩნია ამასთან [მწვანე პასპორტების გაუქმებასთან] დაკავშირებით, თუ კი მწვანე პასპორტი შემოვიდა ძალაში და უნდა ყოფილიყო მოქმედებაში გავიგე, მაგრამ მერე რატო შეცვალეს ეს ვერ გავიგე და თუ ცვლიდნენ მაშინ რატომ შემოვიდა ძალაში ისიც ვერ გავიგე. მგონია, რომ საერთოდ პატრონი არ ყავს ამ ქვეყანას, უმართავი და უკონტროლო სიტუაციაა ყველა მიმართულებით, ვხედავთ, როგორ გამძვინვარებულია ეს ვირუსი და ვერ აკონტროლებს ამას ჯანდაცვის სისტემა და მგონია, ვიღაცას ხარკი გადაუხადეს ამ ყველაფრით. ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა ის რაც მოხდა, უბრალოდ გულსატკენია, რომ ასეთ უკონტროლო სიტუაციას ვეწირებით ყველა, იმათ გარდა ვისაც მოსწონს ეს ხელისუფლება და სისტემა გავიგე , ალბათ, მეტი არც ჭირდებათ, მაგრამ ვისაც არ მოგვწონს და ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და ყველას სიცოცხლე უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში, მათ რა დავაშავეთ და მათ რა უნდა გავაკეთოთ, რაში მოვნახოთ გამოსავალი, ვის მოვთხოვოთ პასუხი ამ ყველაფერზე. მე გუშინ რადიო გადაცემის ჩრთვაში მყავდა გიორგი ფხაკაძე, სადაც აღნიშნავს, რომ თითონ ჯანდაცვა არის ყველაფერში დამნაშავე და ყველაფერზე პასუხი მან უნდა აგოს, რადგან მხოლოდ ფულზე აქვთ აქცენტი და საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და თუ ეს ასეა ყველა დღეს თუ ხვალ პასუხს აუცილებლად აგებს, მაგრამ ის ხვალინდელი დღე ვიდრე დადგება, მანამდე ადამიანებს არ უნდა ქონდეთ ეს უნიათობა და უმოქმედობის პერიოდი, ცოტა პროტესტი უნდა გამოვხატოთ, შეიძლება პროტესტმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს, მაგრამ მათმა პროტესტმა ხომ გამოიღო შედეგი ვინც გაჰკიოდა მწვანე პასპორტი უნდა გაუქმდესო. ესეიგი გამოდის ის, რომ რაღაცაში ვართ ყველა ერთად დამნაშავე, რაღაცეებს ვაპროტესტებთ, მაგრამ ვაპროტესტებთ არასწორად, ხოდა არასწორი პროტესტის შედეგია ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში და კიდევ უარესები მოხდება და ძალიან მალე ქვეყანა არ გვეყოლება და ამ მწვანე პასპორტებზე საუბარს ჯობია, რომ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი პრობლება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ამ სისულელებზე გადაატანინოს ყურადღება და მთავარ პრობლემებს გვერდი აუაროს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რუსეთი მემგონი რომ უკვე ქვეყანაში შემოსულია, მემგონი რუსეთი მართავს უკვე ქვეყანას პირდაპირ თუ ირიბად და ძალიან მალე მიგვიერთებს კიდეც, რასაც ადრე აკეთებდა და ამაზე უნდა ვიხმაუროთ და ვიყვიროთ, ამაზე გაჩუმებაა ყველაზე დიდი ტრაგედია, თორე კორონა როგორც მოვა ისე წავა, მაგრამ იმ ყველაზე დიდი კორონას და დიდ ჭირს, რასაც ქვია რუსოფილობა და რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი, ამას რა ეშველება? ამაზე უნდა ვიფიქროთ[/su_quote]

განაცხადა მამა პეტრე კოლხმა მეტრონომთან საუბრისას.

იტვირთბა....