ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუწაშვილი: ბევრი უკონტროლოდ მოიხმარს მედიკამენტებს – მცენარეული პრეპარატი არ ნიშნავს, რომ ის ვერაფერს დაგვიშავებს

[su_quote]ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი სრულიად უკონტროლოდ მოიხმარს სხვადასხვა მედიკამენტს და ეს საყოველთაო პრობლემაა, განსაკუთრებით კოვიდის ეპოქაში, მაგრამ ახლა მინდა შევეხო ე.წ. “მცენარეულ წამლებს”, რაც დამკვიდრებული ტერმინია და ადამიანები სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ თუ პრეპარატი “მცენარეულია”, ესე იგი ავტომატურად უვნებელია და შეიძლება თავისუფლად მივიღოთ, თუნდაც სრულიად უმისამართოდ და უკონტროლოდ. ის არგუმენტი, რომ პრეპარატი მცენარეულია, სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს დაგვიშავებს. უამრავი ძალიან ძლიერ მოქმედი საშუალება სწორედ მცენარეებისგან მზადდება (მაგალითად, დიგოქსინი და უამრავი სხვა).
ამაზე კეთდება აქცენტი ე.წ. ექიმბაშების მიერ დამზადებული საშუალებების გამოყენებისასაც. ბევრი ფიქრობს, რომ მაინც “მოსინჯავს”, რადგან მცენარეულია და მინიმუმ არაფერს დაუშავებს. თუმცა არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას შექმნია სერიოზული საფრთხე სწორედ ამ გაურკვეველი “მცენარეული” საშუალებების მიღებისას. ამიტომ მარტო იმის გამო, რომ პრეპარატი მცენარისგან არის დამზადებული, მას უვნებელს არ ხდის და როგორც სხვა, ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, დიდი სიფრთხილეა საჭირო[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
იტვირთბა....