ახალი ამბები საზოგადოება

“მოვახერხეთ და სიკვდილობა განახევრდა” – თენგიზ ცერცვაძე

“განსაკუთრებით გამართულად მუშაობს ჰოსპიტალური სექტორი. მობილიზებულია 8 000-ზე მეტი საწოლი და დაკავებულია მხოლოდ 5 700”, –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“ყველა პაციენტს, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, დახმარება ეწევა სტაციონარში, ანუ, ხდება მისი ჰოსპიტალიზაცია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სიკვდილობის შემთხვევები გაორმაგდა და გაოთხმაგდა, ჩვენთან, შვიდჯერ გაზრდილი ახალი შემთხვევების ფონზე, მოვახერხეთ და სიკვდილობა განახევრდა. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური სექტორი ამ გამოწვევას ელოდა და მას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა“, – განაცხადა ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში.

იტვირთბა....