ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

არსებობის 18 წლის განმავლობაში პირველად, ფეისბუქის ყოველდღიური აქტიური აუდიტორია შემცირდა

არსებობის 18 წლის განმავლობაში პირველად, ფეისბუქის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა. ფეისბუქის დედა კომპანიის, Meta-ს ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტლში სოციალური ქსელის აუდიტორია მილიონით შემცირდა და 1,930 მილიარდიდან, 1,929 მილიარდამდე ჩამოვიდა. BBC-ს ცნობით, ამ ფონზე, კომპანია “მეტა-ს” აქციები ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე 20 პროცენტით დაეცა.

ამასთან, Meta შემოსავლების ზრდის შენელების ტენდენციაზეც მიუთითებს, რის მიზეზადაც TikTok-თან და YouTube-თან კონკურენციას და ასევე, რეკლამის დამკვეთების მხრიდან ხარჯების შემცირებას ასახელებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ფეისბუქის შემოსავლების ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა აუდიტორიის ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლების კონკურენტ სოციალურ ქსელებში გადინებამ.

 

იტვირთბა....