ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სამხედროებს, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს ამბობენ, აშშ-ს არმიიდან გარიცხავენ

იმ სამხედროებს, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების დატოვება მოუწევთ. შესაბამისი ინიციატივა აშშ-ს არმიის დეპარტამენტმა წამოაყენა.

“არმიის მზაობა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც წვრთნის, განვითარების, ბრძოლისა და გამარჯვებისთვის მზადყოფნაში არიან. არავაქცინირებული სამხედროები ჩვენი ძალებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს საბრძოლო მზაობას. აქედან გამომდინარე, დავიწყებთ იმ სამხედროების იძულებითი დათხოვნის პროცედურას, რომლებიც ვაქცინის გაკეთების ბრძანებას არ ემორჩილებიან”, – ნათქვამია არმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტინ ბორმუტის განცხადებაში.

აშშ-ს არმიის იფორმაციით, 26 იანვრის მონაცემებით, იმ ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებმაც ვაქცინაციაზე უარი განაცხადეს, 3 350-ია, აქტიური სამხედროების 96 პროცენტს კი იმუნიზაციის პროცესი გავლილი აქვს.

ამასთან, ის ჯარისკაცები, რომლებმაც ვაქცინაციაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ანაც რელიგიური შეხედულების მოტივით თქვეს, არმიიდან დროებით დაითხოვეს მათი შემთხვევების განხილვამდე. როგორც National Public Radio წერს, ქვეყანაში ასეთი დაახლოებით 5 900 სამხედრო მოსამსახურეა.

იტვირთბა....