ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაყოფია: უკრაინელი პოლიტიკოსები ვერ მალავდნენ შეწუხებას, რომ ასეთი სუსტი რეზოლუცია იქნა წარდგენილი “ქართული ოცნების” მხრიდან

“უკრაინელი პოლიტიკოსები ვერ მალავდნენ შეწუხებას, რომ ასეთი სუსტი რეზოლუცია იქნა წარდგენილი “ქართული ოცნების” მხრიდან”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად კიევში იმყოფება.

“დღეს ხედავთ, მთელი ცივილიზებული სამყარო როგორ დგას უკრაინის გვერდით, რიგრიგობით ჩამოდიან უმსვილესი და მძლავრი სახელმმწიფოების ლიდერები და ამ დროს, საქართველო სად არის, საერთოდ ვერ გაერკვა დღევანდელი ხელისუფლება. ნახეთ, რა რეზოლუციაც იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტში. ეს აცდენილია რეალობას საერთოდ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინელი ხალხისთვის. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი არის უკრაინის გვერდში, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღებამდე, პროექტის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია და უკრაინელი პოლიტიკოსები ვერ მალავდნენ შეწუხებას, რომ ასეთი სუსტი რეზოლუცია იქნა წარდგენილი “ქართული ოცნების” მხრიდან. ისინი ელოდებოდნენ უფრო მეტ მხარდაჭერას, ელოდებოდნენ უფრო მეტ სოლიდარობას ჩვენგან”, – განუცხადა ნაყოფიამ “მთავარ არხს”.

კობა ნაყოფიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” რადაში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან გამართავს.

იტვირთბა....