ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ომიკრონისგან დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ბუსტერ დოზა რჩება. როგორც კულუმბეგოვმა “რუსთავი2-თან” ინტერვიუში აღნიშნა, კვლევებით დასტურდება, რომ ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, 95 პროცენტია იმის შანსი, რომ დაავადების მატარებელი ადამიანს ჰოსპიტალში მკურნალობა არ დასჭირდება.
“ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ინფექციას და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მისი საზოგადოებრივი შიდა გავრცელება არ იღებდეს იმ ფორმას და სისწრაფეს, რომელიც დღეს აქვს. ეს არის პირბადის ტარება და ვაქცინაციის, განსაკუთრებით მესამე დოზის რაც შეიძლება გააქტიურება, რადგან ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ მესამე დოზის შემთხვევაში 50-დან თითქმის 68 პროცენტამდე იზრდება ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი და 90-დან 95%-მდე გარანტია ეძლევა ადამიანს, რომ ომიკრონის განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხვდება და არ დაიკავებს მძიემ პაციენტებისთვის განკუთვნილ საწოლებს”, – ამბობს კულუმბეგოვი.