ახალი ამბები საზოგადოება

ცხინვალი: ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდებს ატარებენ

ცხინვალის ოფიციალური უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდები მიმდინარეობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” აქვეყნებს.

როგორც მედია იუწყება,  ლუგარში საშიშ ვირუსებზე ცდები მიმდინარეობს, რომლის გამოყენებასაც ქართული მხარე ცხინვალის წინააღმდეგ აპირებს.

ცხინვალში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავისურის ადამიანებზე ცდებიც მიმდინარეობდა.

„2017 წლიდან საქართველოში ოპერირებს ამერიკული კომპანია Eco Health Alliance, რომელიც არის პენტაგონის კონტრაქტორი და ეწევა ღამურების კვლევას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში (თავდაპირველი ღირებულება – 6,5 მილიონი დოლარი), რომელიც კონტაქტებს ინარჩუნებს ვუჰანის ლაბორატორიასთან.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, “ლუგარი“ სამუშაოების გაგრძელებას გეგმავს ე.წ. პროექტი No. 1447-ის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდგომ კვლევას C ჰეპატიტის მკურნალობის შესახებ. ამ პროექტის მიზანია ვირუსის მოდიფიცირება იმ ფორმით, რომელიც უფრო მდგრადია არსებული წამლების მიმართ. მანამდე ასეთი მკურნალობის შედეგად საქართველოში 249 პაციენტი გარდაიცვალა. ამავდროულად, სუბიექტებს პერიოდულად მიზანმიმართულად უტარებდნენ ვადაგასული პრეპარატების ინექციებს და აკონტროლებენ ორგანიზმის რეაქციას“, – ნათქვამია ტექსტში.

ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოში ახალი საიდუმლო კვლევითი პროგრამის ფარგლებში (დაახლოებით 170 მილიონი დოლარის ღირებულების) იგეგმება დამატებითი ბიოლოგიური ლაბორატორიის „BSL-2“ მშენებლობა. „ახალ შენობებში სამხედრო ექიმები მხოლოდ შეერთებული შტატებიდან იმუშავებენ – რომლებიც არმიის კვლევითი ინსტიტუტის ოფიცრები იქნებიან“, – აცხადებენ კგბ-ში.

ასევე ტექსტში ნათქვამია, რომ რადგან საქართველო უშუალოდ დასავლეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება ოფიციალური თბილისი ვერ იღებს გადაწყვეტილებას მისივე ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელების განლაგებასა და ფუნქციონირებაზე.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მხრიდან ეპიდემიოლოგიური საფრთხე არსებობს.

“მეტრონომი” ამ საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა.

“ბოდიში ასეთ სისულელეებსა და პროვოკაციულ გამონათქვამებზე კომენტარს არ ვაკეთებ”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე “მეტრონომთან”.

იტვირთბა....