ახალი ამბები მსოფლიო

“დამპალი წინდის თოჯინა ხარ” – ილონ მასკის მიმართვა ბაიდენს

კომპანია “ტესლას” დამფუძნებელმა და მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს “დამპალი წინდის თოჯინა” უწოდა.

“დამპალი წინდის თოჯინა, ადამიანის ფორმაში”, – წერს მასკი ბაიდენზე.

როგორც ცნობილია, აღნიშნული მიმართვის მიზეზი გახდა ის, რომ ჯო ბაიდენმა გასულ კვირას ყველაზე მსხვილი ელექტრომობილებს მწარმოებელი კომპანიები დაასახელა, რომელთა შორის “ტესლა” არ ყოფილა.

“კომპანიები, როგორიცაა GM და Ford, აწარმოებენ იმაზე მეტ ელექტრომობილს ამერიკაში, ვიდრე ოდესმე წარმოებულა”, – დაწერა ბაიდენმა Twitter-ზე. 

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ილონ მასკის კრიტიკა ბაიდენის მისამართით პირველი არ არის და მსგავსი განცხადებებით ადრეც გამოსულა.

იტვირთბა....