ახალი ამბები პოლიტიკა

ზილფიმიანი: ერთი მსჯავრდებულის წამების შემსწავლელი კომისიის შექმნა არაფრით არ შეიძლება

პარტია “ევროპული სოციალისტების” წევრის, დეპუტატ დავით ზილფიმიანის განცხადებით, არ შეიძლება ერთი მსჯავრდებულის წამების შემსწავლელი კომისიის შექმნა. imedinews.ge-ს ინფორმაციით, ამის ნაცვლად,  ზილფიმიანი საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მსჯავრდებულთა წამების ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

“თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მსჯავრდებულთა წამების ფაქტებს, არაფრით არ შეიძლება გამოყოფილი იყოს მხოლოდ ერთი ადამიანი. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ზოგადად შეისწავლის ჩვენს ქვეყანაში მსჯავრდებულთა წამების ფაქტებს, მთლიანად. ავიღოთ, ვთქვათ, ბოლო 20 წელი“, – აცხადებს ზილფიმიანი.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბოიკოტის შეწყვეტის მთავარ მიზეზად სწორედ სააკაშვილის საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნის გეგმა დაასახელა.

“ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს რეჟიმი, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

იტვირთბა....