ახალი ამბები პოლიტიკა

დეკანოიძე: რადაში საქართველოს დროშა არ ფრიალებდა და ეს მთავრობის პასიურობის შედეგია

მთავრობის პასიურობის შედეგია ის, რომ რადაში საქართველოს დროშა არ ფრიალებდა, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის არ ხსენება უკრაინასთან ურთიერთობაზე აისახა.

“როგორმე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე მეტი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, რა ხდება უკრაინაში. მათ შორის როგორია ჩვენი უკრაინელი მეგობრების დამოკიდებულება. ის ფაქტი, რომ რადაში საქართველოს დროშა არ იყო, საქართველოს მთავრობის პასიური ნაბიჯების შედეგია. ის ფაქტი, რომ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია არ იყო ნახსენები, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე”, – აცხადებს დეკანოიძე.

იტვირთბა....