ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: “ლელო” [სააკაშვილის საქმეზე] საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს

პარტია “ლელო – საქართველოსთვის“ მხარს დაუჭერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციტივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უნდა შეისწავლოს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

“საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს დავუჭერთ. არის რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის, სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია და ხუთი ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. მიგვაჩნია, რომ პარლამენტში ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა დადგინდეს სინამდვილე და ამავდროულად გამოიკვეთონ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დანაშაული მიუძღოდეთ”, – აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბოიკოტის შეწყვეტის მთავარ მიზეზად სწორედ სააკაშვილის საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნის გეგმა დაასახელა.

“ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს რეჟიმი, სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

 

იტვირთბა....