ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევრონიუსი: საქართველოს პრემიერის ინიციატივით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მცირდება

“ევრონიუსი” საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შედეგად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნაზე ინფორმაციას ავრცელებს. “რუსთავი2-ის” ცნობით, ესპანურენოვან რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფასები 200-მდე მედიკამენდზე მცირდება.

როგორც რეპორტაჟშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ დეფიციტის დაძლევის მიზნით თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი დაუშვა. რეპორტიორი აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით ბევრი მედიკამენტის ფასი თურქეთში 1000%-ით იაფია.

“ევრონიუსის” რეპორტიორი ასევე ამბობს, რომ აქართველოს მთავრობამ კომპანიებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შემოიტანონ თურქული მედიკამენტები.

იტვირთბა....