aviabiletebi
ახალი ამბები ბანკები მთავარი

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა რესტორან „შუშაბანდის“ სარემონტო სამუშაოების ჩატარების და რესტორნისთვის  ინვენტარის შეძენის დაფინანსება.

 

„სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.  ჩვენ, მუდმივად მზად ვართ, წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკური განვითარებისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას 

 

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

იტვირთბა....