თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, მთელს მსოფლიოში. ადამიანებისგან ხშირად გვესმის კითხვა თუ რა არის გამოსავალი? დროსთან ერთად დროში გამოცდილი პროფესიონალი ექიმების მიერ ჩატარებული თმის გადანერგვის წარმატებული ოპერაციები გვიჩვენებს რომ გამოსავალი ერთადერთია-თმის გადანერგვა.
სწორედ ამ პროცედურის ჩატარება უზრუნველყოფს არამხოლოდ სიმელოტისგან თავის დაღწევას არამედ უფრო მეტიც-თავდაჯერებულობის გამყარებას და უფრო წარმატებულ მომავალს.
რა სიახლეებია თმის გადანერგვის ინდუსტრიაში გვესაუბრება-პლასტიკური ქირურგი და ზოგადი ქირურგი 26 წლიანი გამოცდილებით,კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშენალის“ დირექტორი ირაკლი ბებიაშვილი. იგი გახლავთ ამავე კლინიკის და „საქართველოს თმის გადანერგვის ქირურგთა და ტრიხოლოგთა ასოციაციის „ თანადამფუძნებელი და თმის გადანერგვის დარგში არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციების წევრი .
მეტრონომი: პირველ რიგში მინდა გკითხოთ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტისთვის თმის გადანერგვა შეუძლებელია?
ირაკლი ბებიაშვილი: არის გამონაკლისი შემთხვევები, სადაც შეუძლებელია პაციენტის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ეს ის შემთხვევებია როდესაც საქმე გვაქვს, პირველ რიგში, „ ბუდობრივ ალოპეციასთან“, ეს არის მულტიფაქტორული დაავადება, რომელიც იწვევს თმის ცვენას-სხვადასხვა ვარიაციებით (ლოკალური, ტოტალური, უნიოვერსალური, და სხვა ფორმები) ამ შემთვევაში წარმოუდგენელია გადანერგვა, მეორე შემთხვევა არის, როდესაც საკმარისი სადონორო მარაგი არ გააჩნია პაციენტს არც ტანზე და არც წვერის არეში, ესეთი შემთხვევები , როცა თმის გაცვენის ხარისხი არის დიდი- ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა პაციენტის სურვილთან შეთანხმებით ეს ხარისხი შევამციროთ, მაგრამ სრულფასოვანი ეფექტი არ იქნება. წარმატებული კონსულტაციის მთელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ კონსულტანტმა და პაციენტმა მიაღწიოს ურთიერთგაგებას და ურთიერთშეთანხმებას იმაში, თუ რა არის პაციენტის სურვილი და მოთხოვნილება და რა არის ჩვენი შესაძლებლობები. თუ ეს მიღწეულია, მაშინ პაციენტი აუცილებლად იქნება შედეგით კმაყოფილი, შეიძლება მან თავისი არსებული მდგომარეობის სულ უმნიშვნელო გაუმჯობესებითაც კი მიიღოს სიამოვნება და დაგვთანხმდეს იმ გადანერგვაზე, რომელიც ესთეტიკური მედიცინის თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს არასრულფასოვნად წარმატებულად.
მახსენდება, რომ გვყავდა პაციენტი რომელიც ატარებდა პარიკს, ეს მძიმე შემთხვევა იყო, ამას იმიტომ ვამბობ, რომ პარიკის გარეშე არ ყავდა ნანახი მეუღლესაც კი(, აი რამხელა იყო მათი პრობლემა ) თანაც საჯარო პირი გახლდათ. ქონდა მეშვიდე ხარისხი ( თმის ცვენის ყველაზე მაღალი ხარისხი). მთელი წარმატება ამ ოპერაციის მდგომარეობდა არა იმაში, რომ ესთეტიკური თვალსაზრისით მივიღეთ შედეგი, არამედ ის, რომ ამ ადამიანმა პარიკი გადააგდო და პარიკის გარეშე უკვე კომფორტულად გრძნობდა თავს.
მეტრონომი: არის დაავადება, რომლის მქონე პაციენტსაც თმის გადანერგვაზე უარს ეუბნებით?
ირაკლი ბებიაშვილი: მწვავე ინფარქტი ს და ინსულტის დროს, ასევე სკალპის კანის არეში ანთებითი დაავადებების დროს გადანერგვას არ ვახორციელებთ, მაგრამ მკურნალობის შემდეგ , თუ მას სტაბილური რემესია დაუდგა- მის მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ( ვმარტავთ რა მასტან ონლაინ კონსილიუმს) ვირებთ გადაწყვეტილებას პროცედურის განხორციელებაზე. ასეთი ქმედება არის პაციენტის სასარგებლოდ . მოკლედ , დღევანდელი მედიცინის შესაძლებლობების გათვალისწინებით დღეს ოპერაციის აბსოლიტური უკუჩვენება, შესაძლებელია ხვალ შედარებით უკუჩვენებად იქცეს, ანდაც საერთოდ გაუქმდეს..
მეტრონომი: ძალიან ბევრ ადამიანს გადანერგვას ურჩევნია იმკურნალოს თმის ცვენაზე. ამ მხრივ თუ სთავაზობთ თქვენ პაციენტებს სერვისს?
ირაკლი ბებიაშვილი: არის შემთხვევები როდესაც არ არის მაღალი ხარისხის თმის ცვენა, ან ასაკიდან გამომდინარე ჩვენ გვირჩევნია მედიკამენტოზური მკურნალობით დავასტაბილუროთ პაციენტის მდგომარეობა. მინდა გითხრათ, რომ გადანერგილი თმა აღარ ცვივა, მაგრამ შეიძლება დანარჩენი თმა გასცვივდეს/ გაუგრძელდეს, ესთეტიკურად სედეგი ცოტა ხანში მიუღებელი იქნება, გამოდის რომ პაციენტი მიჯაჭვული უნდა იყოს ჩვენზე, ამის დიდი გამოცდილება გვაქვს და პაციენტებს ამისგან ვაზღვევთ. კონსულტაციაც იმას ემსახურება, რომ თუ მკურნალობა ჭირდება პაციენტს – მკურნალობას ვთავაზობთ და თუ უკვე მკურნალობა არაეფექტური იქნება იქიდან გამომდინარე ვთავაზობთ გადანერგვას, თუმცა გადანერგვის შემდეგაც ესაჭიროება პაციენტს კონსერვატული თერაპია.
მეტრონომი: საქართველოს კვალობაზე, როგორია თქვნთან პაციენტების მომსახურების საფასური?
ირაკლი ბებიაშვილი: ფასები ადაპტირებულია საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობებთან, ნებისმიერ პაციენტს საშუალო ფინანსური შესაძლებლობების მქონეს- შეუძლია თმის გადანერგვის ხარჯის გაწევა. განვადებაც გვაქვს რამდენიმე ბანკთან და მინდა იმის თქმა, რომ უცხოეთის ანალოგიური კლინიკების ფასებთან შედარებით არის მეოთხედი და მეხუთედი, ამას ვამბობ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
მეტრონომი: გარდა თმის ცვენის მკურნალობისა, კიდევ რა პროცედურები ხორციელდება ჰეარლაინში?
ირაკლი ბებიაშვილი: „ჰეალაინ ინტერნეიშნლში“ ხორციელდება სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ველა დერმატო – კოსმეტოლოგიური პროცედურა,ამას ახორციელებენ მხოლოდ კვალიფიციური ექიმი-სპეციალისტები. კლინიკაში ტარდება ასევე პლასტიკური ქირურგის მიმართულებით ოპერაციები და ნაკლებ ინვაზიური პროცედურები, თითქმის ყველა პროცედურა, ოღონდ რაც ამბოლატორიული- 24 საათამდე დაყოვნების ფარგლებშია შესაძლებელი.
ვახორციელებთ ასევე ესთეტიკური გინეკოლოგის მიმართულებით ქირურგიულ კორექციებს და მცირე ინვაზიურ მანიპულაციებს, ჩვენთან მოღვაწეობენ ამ მიმართულების „დარგობრივი ასოციაციის „დამფუძნებლები. ეს დარგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა , პოსტკოვიდური დისფუნქციების პრევენცია/მკურნალობის თვალსაზრისითაც.
და ბოლოს, „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წარმატება დგას: პროფესიონალთა უცვლელ გუნდზე, ინოვაციებზე და მუდმივ პროგრესზე.