ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ  ფულად თანხას. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სუს-ში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე აწარმოებს და ამ პროცესში, ისინი თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობენ.

 

იტვირთბა....