იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ომიკრონს სხვა შტამებთან შედარებით რეინფიცირების ყველაზე მაღალი უნარი აქვს. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაცენტრ “მთავარში”, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევებს ეხებოდა.
“ომიკრონს გააჩნია რეინფიცირების ძალიან მაღალი უნარი, ყველაზე მაღალი ადრე არსებულ ვარიანტებთან შედარებით. ისიც ცხადია, რომ ომიკრონს თავისი ქვევარიანტებიც აქვს. ასე რომ, თუ ლუგარის ლაბორატორია ამ ინფორმაციას იძლევა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ომიკრონის რეინფიცირების ძალიან მაღალ უნარს. ”