ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება

საფრანგეთი კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებს

საფრანგეთში დღეიდან გარე სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან, მოიხსნა კონცერტების, სპორტული მატჩებისა და სხვა ღონისძიებების დამსწრეთა რაოდენობის შეზღუდვა. უცხოური მედიის ცნობით.

ამით, ქვეყანაში კოვიდრეგულაციების შემსუბუქების პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპზე კი ღამის კლუბების გახსნაც იგეგმება.

როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრისი ჟან კასტექსი იანვარში აცხადებდა, თებერვლიდან კოვიდშეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო საშვი ახალმა ვაქცინაციის საშვმა ჩაანაცვლა.

უცხოური მედიიც ცნობით, სამედიცინო საშვის მიღება კოვიდის ტესტზე ახლადმიღებული უარყოფითი პასუხითაც შეიძლებოდა, ხოლო გასული თვიდან მოქალაქეებს ვაქცინაციის ცნობა სჭირდებათ ბარებში, რესტორნებსა და დიდ მანძილზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

 

იტვირთბა....