ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჯანმო-ს ხელმძღვანელი: მეტი გადაცემა, ნიშნავს მეტ გარდაცვალებას – პანდმიაზე გამარჯვების გამოცხადება ჯერ ძალიან ადრეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ზოგიერთმა ქვეყანამ ძალიან ნაადრევად გადაწყვიტა, რომ ომიკრონის მაღალი გავრცელებისა და ნაკლებად რთულად მიმდინარეობის გამო, მისი გავრცელების პრევენციაზე ზრუნვა შეუძლებელია, ანაც, არასაჭირო. გრებრეისუსის თქმით, პანდემიაზე გამარჯვების გამოცხადება ჯერ ძალიან ადრეა.

“ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან ნაადრევია დანებება, ანაც, გამარჯვების გამოცხადება. ეს ვირუსი სახიფათოა და ის ჩვენს თვალწინ განაგრძობს განვითარებას. შეშფოთებული ვართ იმით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ფეხი მოიკიდა მოსაზრებამ, რომლის მიხედვითაც, ვაქცინის და ასევე, ომიკრონის მაღალი გადაცემისა და ნაკლები სიმძიმის გამო, მისი გავრცელების პრევენცია შეუძლებელია, ანაც, აღარ არის საჭირო. კოვიდის მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს”, – აცხადებს გებრეისუსი.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსს 59 195 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9 %-ით მეტია.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის განცხადებებს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, რომელმაც ყველა შიდაშეზღუდვა მოხსნა ომიკრონის რეკორდული შემთხვევების მიუხედავად.

 

იტვირთბა....