ახალი ამბები მსოფლიო

პუტინი: უკრაინა, რომ NATO-ს წევრი გახდეს და ყირიმის დაბრუნება მოინდომოს, ვის ვებრძოლოთ, სამხედრო ალიანსს?

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინის სუვერენიტეტი სინამდვილეში არ აინტერესებს, მას უბრალოდ რუსეთის მოქმედებებისთვის ხელის შეშლა სურს.

როგორც პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინა თუ “ნატოს” წევრი გახდება და ყირიმის დაბრუნებას მოინდომებს რუსეთს სამხედრო ალიანსთან ბრძოლა მოუწევს.

“უკრაინის ოფიციალურ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ისინი სამხედრო გზით აპირებენ ყირიმის უკან დაბრუნებას. არა მხოლოდ საუბრობენ, არამედ ეს დოკუმენტებშია გაწერილი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ უკრაინა ნატოს წევრია. აქვს სამხედრო მხარდაჭერა და სავსეა საომარი მოწყობილობებით. ამის ფონზე იწყება ოპერაცია ყირიმში, ამ მომენტში დონბასზე აღარ ვსაუბრობ. ეს ხომ რუსეთის სუვერენული ტერიტორიაა და ამასთან დაკავშირებით ყველა კითხვა დახურულია.

წარმოიდგინეთ, რომ იწყება ეს სამხედრო მოქმედებები და უკრაინა უკვე “ნატოს” წევრია. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში ვებრძოლოთ “ნატოს?”. ამის შესახებ ვინმემ საერთოდ იფიქრა?. მგონი, რომ არა. აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება გააკეთოს არჩევანი. მე მგონია, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოებაზე კიარ ფიქრობს, არამედ მას უბრალოდ რუსეთის საქმიანობისთვის ხელის შეშლა უნდა. ამ საქმეში უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია და მეტი არაფერი”, – აცხადებს პუტინი.

ცნობისთვის, უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია, რადგან რუსეთმა საზღვარზე დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა განათავსა.

იტვირთბა....