ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიდეო: კატეგორიულად ვერ დავეთანხმები სიტყვა მაფიოზობის ხსენებას… – ცერცვაძე ივერს

[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’SH6305V3YFo’]

სოპრანო თამარ ივერმა გადაცემა “ღამის პრაიმ-თაიმში” სტუმრობისას უკმაყოფილება გამოთქვა, რომ უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მას და მის ოჯახს პისიარ ტესტის გაკეთება მოსთხოვეს და არა სწრაფი ტესტის, რომელიც უფასოა. ივერის თქმით, ადამიანის დავალდებულება, რომ 70-ლარის ღირებულების ტესტი გაიკეთოს, “მაფიოზური სქემაა”. ამაზე პასუხად, გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მუსიკოსს უპასუხა, რომ “კატეგორიულად ვერ დაეთანხმება სიტყვა მაფიოზობის ხმარებას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ”. ცერცვაძის თქმით, სახელმწიფო განუსაზღვრელი რაოდენობით ვერ დაუფინანსებს მოქალაქეებს პისიარ ტესტებს – “კატეგორიულად არ გეთანხმებით, თქვენ მიდიხართ დინების საწინააღმდეგოდ”, – მიმართა ცერცვაძემ თამარ ივერს.

იტვირთბა....