aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამნიძე: ყველაზე თვალნათელი მაგალითი რაც ვერ მართა ამ ხელისუფლებამ, ეს არის კოვიდი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე მწვანე ბარათის მოთხოვნის გაუქმებას გამოეხმაურა. სამნიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ დღეს ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინა და მსგავსი ქმედებები, ქვეყნისთვის სახიფათოა.

“მე არგუმენტი ვერ მოვისმინე. ამ ხელისუფლებამ, რაც ვერ მართა საერთოდ, ყველაზე ნათელი მაგალითი არის კოვიდი და ამაზე ამბობენ ვმართეთო და იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც საზოგადოებას საერთოდ არ უხსნიან. ეს უპასუხისმგებლო და სახიფათოა ქვეყნისთვის, როგორც მართავენ პანდემიას”, – განაცხადა სამნიძემ გადაცემაში “პირველი ხაზი”.

 

იტვირთბა....