aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: ანაკლიაში ვიყავი, ის ადგილი დავათვალიერე, პორტი რომ უნდა ყოფილიყო – გული მეტკინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ანაკლიაშიც ჩავედი, სადაც პორტისთვის განკუთვნილი ადგილი დავათვალიერე და უნდა ვთქვა, რომ გული მეტკინა, იქ უკვე გემები უნდა მოძრაობდნენ”, – ამის შესახებ, “მთავარი არხის” ინფორმაციით, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა შავი ზღვის გამოწვევების თემაზე გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

დეგნანის შეფასებით, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა ანაკლიაში დღეს პორტი რომ არ არის.

“ცოტა ხნის წინ ფოთში ვიყავი, პორტი მოვინახულე და უნდა ითქვას, რომ ეს ქალაქი ნამდვილად მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. შემდეგ ანაკლიაშიც ჩავედი, სადაც პორტისთვის განკუთვნილი ადგილი დავათვალიერე და უნდა ვთქვა, რომ გული მეტკინა. წელს იქ უკვე ნავსადგური გახსნილი უნდა იყოს და გემებიც უნდა მოძრაობდნენ. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იხსნება რეგიონი და საქართველოს უნდა ჰგონდეს რაღაც, პარტნიორებისთვის შესათავაზებლად. ფოთის და ბათუმის პორტებთან ერთად, ანაკლისს პორტიც რომ იყოს, საქართველოს ნამდვილად ბევრი რამ ექნებოდა შესათავაზებელი ინვესტორებისთვის”, – ამბობს დეგნანი.

იტვირთბა....