[su_quote]პირდაპირ გეკითხებით, ეს რეზოლუცია შეთანხმებული არის რუსეთთან? არის დღეს ვინმე, ივანიშვილის გარდა ამ ხელისუფლებაში, ვისაც შეუძლია, ეს ერთადერთი სიტყვა ჩაწეროს რეზოლუციაში? და რა იმალება ამ ჯიუტ მცდელობაში, რომ რუსეთი არ ვახსენოთ. რაზე შეთანხმდნენ, ივანიშვილის აქტივებს რომ ხელი არ ახლონ რუსეთში? ან რა არის იმ შიშის საფუძველი, მართლა ეროვნული ინტერესების დაცვა? ეს რეზოლუცია კაპიტულანტური დოკუმენტი. ეს არის რუსეთის მხარდასაჭერი ტექსტი. ეს რეზოლუცია არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს რეზოლუცია არ უჭერს მხარს უკრაინას უმძიმესი განსაცდელის წინ. ეს არის უსუსურობის გამოვლინება, რომელიც მთელს მსოფლიოს აძლევს სიგნალს, რომ საქართველო ექცევა რუსეთის გავლენის ორბიტაზე. ტექსტს ყოველთვის აქვს ქვეტექსტები. ქვეტექსტებით რუსეთს ვეუბნებით, რომ “ვართ თქვენი მონა-მორჩილი და ვერასდროს ვერ გაგიბედავთ ვერაფერს, თუგინდ ეს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეთ ქვეყნის სიღრმეში”. სამარცვინო დოკუმენტია და იქნებ დაფიქრდეთ, არის კიდევ დრო, რომ მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია, რომელსაც ჩვენც დავუჭერთ მხარს.[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, რომან გოცირიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შემუშავებულ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.