საზოგადოება

წყალი 6 საათით შეწყდება – გაფრთხილება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალი 6 საათის განმავლობაში შეუწყდება.

“ჯივიპი ხვალ, 2 თებერვალს, ვაკის რაიონში, ი.გამრეკელის N41-თან  წყალსადენის ქსელზე  ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 2/02/2022 12:00 საათიდან 02/02 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკის რაიონში: შ. ნუცუბიძის N 77-129 (კენტებს), დუდუ დადიანის, ი. გამრეკელის ქუჩებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....