ერაყში ამერიკის სამი მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბაღდადში ამერიკის სალჩომ დაადასტურა დაკარგული ამერიკელების შესახებ ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციით, სამი ამერიკელი და მათი თარჯიმანი ბაღდადის სამხრეთ ნაწილიდან გაიტაცეს.
BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას გატაცებულებზე პასუხუსმგებლობა არ აუღია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები ტყვეების განთავისუფლების საკითხზე.