ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოში ჩამოსული რუსი ოპოზიციონერი საზღვარზე არ შემოუშვეს

რუსი ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი ფეისქბუქ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ კიევიდან თბილისში ჩამოვიდა, აეროპორტში კი მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ ქვეყანაში ვერ შემოუშვებდნენ და დეპორტაციით კვლავ კიევში უნდა დაბრუნებულიყო.

“კიევიდან თბილისში ჩამოვფრინდი აქტივისტებთან შესახვედრად – მაქვს მოწვევა. საზღვარზე მითხრეს, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემომიშვან და დეპორტაციით კიევში მაბრუნებენ. იმის მიუხედავად, რომ აქ ბევრი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, გადახდილია სასტუმროს ხარჯი, გადახდილია ფრენის ხარჯი უკანა გზაზე, აი ახლა დეპორტაციით მიშვებენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, სხვებიც არ შემოუშვიათ. მეგობრებო, გასაოცარი რაღაცები ხდება საქართველოში”, – ამბობს გუდკოვი ვიდეოში.

რუსულ მედიაში 2021 წლის ივლისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუდკოვმა რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

იტვირთბა....