ექიმი დუნკანის რევოლუციური დიეტა მსოფლიოსთვის წონის კორექტირებაში აღმოჩენა იყო. დუნკანის დიეტის მიხედვით, საკვების რადიკალური შეზღუდვა არ ხდება. მთავარია ადამიანმა დაიცვას ე.წ. პროტეინების დიეტა, რაც გულისხმობს:
1, დასაშვებია ხორცის ყველა სახით მიღება, მთავარია მის მოსამზადებლად კარაქი არ გამოიყენოთ.
2, შესაძლებელია ყველის და რძის ნაწარმის მიღება, გარდა კარაქისა.
3, დღის განმავლობაში ორი კვერცხი დაშვებულია.
4, აკრძალულია მხოლოდ ნახშირწყლები, რომლებიც შედის თეთრ ფქვილში, შაქარსა და ხილ-ბოსტნეულის გარკვეულ სახეობაში, როგორიცაა ყურძენი, ბანანი, კარტოფილი და ლეღვი.
5, ამ დიეტის ხუთი დღით დაცვაც კი თვალსაჩინო შედეგს იძლევა. თუმცა ექიმების რეკომენდაციით, მხოლოდ პროტეინების ხანგრძლივი დროით მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის.