ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუბარი: “ნაციონალური მოძრაობის” ადგილი ქუჩაშია და ქუჩაში დარჩებიან საბოლოოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ხულიგნური ქცევებით გამოირჩეოდნენ პარლამენტარები და ადგილი, სადაც გართობისთვის შეიძლება რაღაც საკითხებს აყენებდნენ. ქუჩაშია მათი ადგილი და ქუჩაში დარჩებიან საბოლოოდ”, – ამბობს დეპუტატი.

სოზარ სუბარის შეფასებით, არასერიოზულია “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა მიხეილ სააკაშვლთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

“ძალიან არასერიოზულია მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა. სკეპტიკურად ვარ განწყობილი და პირადად ჩემი მხარდაჭერა ამ კომისიას არ ექნება”, – ამბობს სუბარი.

იტვირთბა....