ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმი მამის მიერ დაჭრილ მამაკაცზე: 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული

გორში მამის მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, თუმცა, შეინიშნება სტაბილიზაციის მაჩვენებლები. ამის შესახებ კლინიკა “გორმედის” ექიმმა, ტატო ქაჯაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

“იყო ძალიან ბევრი დაზიანება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, დაზიანებულია მარჯვენა ფილტვის ქსოვილი და პლევრა. დაზიანებულია კუჭი, დაზიანებულია პანკრეასი, რამდენიმე ადგილას იყო გადაჭრილი წვრილი ნაწლავი. შესაბამისად, გაკეთდა ფართო მასშტაბის ოპერაცია. ჯერჯერობით პაციენტი შოკიდან გამოსული არ არის, მაგრამ ჩანს, რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავდივართ”, – აცხადებს ექიმი.

შსს-ს ცნობით, უთანხმოების ნიადაგზე, 82 წლის მამაკაცმა 47 წლის შვილს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს და ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

იტვირთბა....