გიორგი სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ძმის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც გიორგი სააკაშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ის კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
“პენიტენციურ დაწესებულებას დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღეებს, ერთი არის ცხადი, რომ მიშას მდგომარეობა არის გაუარესებული, აქვს ჰიპერტონიული წნევა, აქვს ნევროლოგიური პრობლემები. უნდა მივაღწიოთ საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით, საელჩოების საშუალებით მივაწვდინოთ სწორედ ხმა რომ მიეცეთ ექიმებს ნახვის საშვუალება და არსებული მდგომარეობა შეაფასონ. და ეს იქნება გარანტი, ჩვენთვის, ოჯახისთვის, რომ ადამიანს ვხედავდეთ ჯანმრთელს. ჩემი ძმის გადასაწყვეტია პროტესტის რა ფორმას მიმართავს, მაგრამ მინდა ვთხოვო რომ არანაირად არ შეიძლება მისთვის შიმშილობა, ვინაიდან ეს ძალიან მძიმე შდეგებს გამოიწვევს, როგორც მოგეხსენებათ, გორში მინიმუმ 2–3 თვე უნდა ყოფილიყო რეაბილიტაციისთვის და ზუსტად ერთ თვეში აიძულეს დაბრუნებულიყო ციხეში”, – აცხადებს გიორგი სააკაშვილი “პირველებთან”.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს რამდენიმე მოთხოვნა აქვს წამოყენებული – სააკაშვილი ითხოვს, აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრ “ემპათიას”, კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები. მისი ადვოკატების ინფორმაციით, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ის აპირებს, შიმშილობის უკიდურეს ფორმას მიმართოს.