21 წლის ტურისტი, რიჩარდ ჯეიკობსონი არიზონას შტატში, აღმოსავლეთ ფენიქსში მდებარე ცრურწმენების მთის სანახავად მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, სურათის გადაღების დროს, ფეხი დაუცდა და 213 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ადგილობრივ შერიფის ოფისზე დაყრდბობით ავრცელებს.
“ჯეიკობსონი მთის კიდესთან ახლოს მივიდა, რომ ფოტო გადაეღო, რა დროსაც, ფეხი დაუცდა. ის დაახლოებით 213 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. არანაირი ნიშან-კვალი იმისა, რომ ის შეიძლება არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფილიყო, არ არსებობს. ეს წმინდა წყლის უბედური შემთხვევაა”, – აცხადებს პოლიციის სერჟანტი, დაგ ფიობო.
რიჩარდის მეგობარმა მომხდარი სამაშველო სამსახურს შეატყობინა, რის შემდეგაც მისი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო. მაშველებს ტურისტი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.