ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს, ასე რომ, ჩვენს ნერვებს უნდა გავუფრთხილდეთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დღეს მსოფლიო ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სახიფათო პერიოდს გადის. ამის შესახებ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს.

“დღეს ჩვენ ყველაზე რთულ პერიოდს გავდივართ ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ უნდა მივყვეთ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ დავუშვათ პანიკა. ამ განწყობით, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიევში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა უცვლელი შემადგენლობით დაგვეტოვებინა. რუსეთი ნერვების ომს აწარმოებს, ამიტომ, ჩვენ საკუთარი ნერვები უნდა შევინარჩუნოთ”, – წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელის თქმით, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ევროკავშირს გაზმომარაგებას შეუწყვეტს, ან შეუზღუდავს, მათ გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქვთ აშშ-სთან, აზერბაიჯანთან და ყატართან.

 

ევროკავშირი გაზით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებსიმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს.

მისი თქმით, რუსეთი, დეესკალაციის ნაცვლად, ევროპაში დაძაბულობის კლიმატის გაღვივებას აგრძელებს.

„რუსეთი აწარმოებს ნერვების ომს. ამ დაპირისპირებაში ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევისთვისაც, თუ დიპლომატია ჩავარდება და ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ეს მოიცავს ჩვენი მდგრადობის გაუმჯობესებას, მათ შორის პარტნიორებთან მუშაობას, როგორიცაა აშშ, ყატარი და აზერბაიჯანი, გაზის მიწოდების საკითხზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს მიწოდების შემცირებას ან შეჩერებას,“ – წერს ბორელი.

მისი თქმით, ევროკავშირი უარს არ იტყვის უკრაინის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერაზე.

“უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეზობელია: მისი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა,“- წერს ჯოზეფ ბორელი.

იტვირთბა....