დონეცკის გუბერნატორის პავლე ჟებრივსკის კრიტიკას მიხეილ სააკაშვილი პასუხობს. ის სოციალურ ქსელში წერს: “შექმნეს სამუშაო ჯგუფი, თუმცა ჩვენი ჯარისკაცები ვერ გათბებიან იმით, რომ ეს „სამუშაო ჯგუფი“ თავიანთ თბილ კაბინეტში მათ შარვლებს გაწმინდავს. ქვეყანაში წესრიგი რომ იყოს, ამ ОГА-ს თავმჯდომარეს, რომელიც ადრე კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში გენპროკურორის თანაშემწე იყო და რომელიც ზუსტად ასეთივე „სამუშაო ჯგუფებით“ და ნულოვანონი შედეგით დაამახსოვრდა ხალხს, უკვე დიდი ხნის წინ გაათავისუფლებდნენ. ესეთი „გუბერტნატორები“ საკადრო მდგომარეობის პირდაპირ რეზულტატს წარმოადგენენ, როდესაც ადამიანებს თანამდებოებზე ნიშნავენ მათი ფულადი ქონების მიხედვით.
ვინც არ იცით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული ბიზნესის ოლიგარქი უკრაინაში და ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი ფარმაცევტები შეეზარდნენ მთავრობას, ახლა მსოფლიოში მედიკამენტებზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ფასები გვაქვს“ – წერს სააკაშვილი.
დონეცკის გუბერნატორმა პაველ ჟებრივსკიმ სოციალური ქსელის მეშვეობით სააკაშვილი მას შემდეგ გააკრიტიკა, როცა ის დონეცკში ჩავიდა და განაცხადა, რომ ოდესის ბატალიონს სათანადოდ მოწყობილი ტუალეტები არ აქვთ და ის მათ ამ პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა.
ჟებრივსკიმ სააკაშვილი „პიარშიკად“ მოიხსენია და მას მიმართა, რომ უმჯობესი იქნება თუკი ის ოდესის პრობლემებს მიხედავს.