ახალი ამბები პოლიტიკა

დეკანოიძე: ნაცმოძრაობის ფართო სტრატეგიას ორშაბათს წარვადგენთ

“ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის ფართო სტრატეგიას, ორშაბათს წარმოგიდგენთ, – აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ფართო სტრატეგია, მათ შორის, საპარალამენტო და პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

“მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყოს პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ პარტიის სტრატეგიას მთლიანად ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის.

ამიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია“ და პრაქტიკულად ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიმდინარეობაში ჩართული. მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარალამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით”, – აცხადებს დეკანოიძე.

იტვირთბა....