ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩარკვიანი: რაც მე ორხევში ვნახე, ეს არის უკანონო, აღვირახსნილი ხელისუფლების ნამოქმედარი

“რაც მე ვნახე, ეს არის სრულიად უკანონო, აღვირახსნილი ხელისუფლების კორუფციული სახელმწიფო წარმონაქმნი, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუციებით, რომლებიც გვაყურებინებენ ასეთ მსხვერპლად ქცეულ სოციალურად დაუცველ ადამიანებს”, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ორხევის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ხელისუფლება თავად იშენებს უკანონოდ სახლებს და როდესაც იგივეს სოციალურად დაუცველები აკეთებენ, მათგან იწყებენ კანონის გასწორებას.

“ჩვენთან ქვემოდან უნდათ კანონის გასწორება. მაგას დამონება და ფეოდალიზმი ჰქვია. ქვემოდან რომ იწყებ კანონის გასწორებას და თავად უკანონობას სჩადიხარ, მაგას თავისი სახელი აქვს. დასავლეთში, ჯერ ეს ერთი, ამ მდგომარეობაში ადამიანები არ ჰყავთ და მათ თავად სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ ჩვენ ვართ არანორმალურ ვითარებაში, სადაც თავად კანონდამრღვევები, თავად უკანონოდ სახლების ამშენებლები, ცდილობენ, რომ ყინვაში შეუვარდნენ სოციალურად დაუცველებს, გამოიყვანონ და ჩვენც გვაზარალებენ იცით რითი? ყოველ დღე ამას უყურებენ ჩვენი შვილები. შოკში ვართ, აღარ შეგვიძლია ამის ნახვა”, – ამბობს ჩარკვიანი გადაცემაში “რეაქცია”.

 

იტვირთბა....